Monday, March 15, 2010

სასწავლო პროექტი _ "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის"





  • პროექტის სახელი: ექვთიმე თაყაიშვილი _ ~საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი~

  • პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იძიებენ და იკვლევენ ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობისა და ოზურგეთში გატარებული სწავლის წლების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას.

  • პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს გადავანაწილებთ სამ საპროექტო ჯგუფში. პირველი ჯგუფის მიზანია ისტ–ის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http//www.sakartveloo-lamazo.ru/guria/egvtime tayaishvili, htm მოიძიონ ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობის შესახებ, რომელიც მან გაატარა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, ასევე ამოკრიბონ ინფორმაციები ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში (თანამედროვე ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა) სწავლის წლების შესახებ. მეორე ჯგუფი მოაწყობს ექსკურსიას სოფელ ლიხაურში,ექვთიმე თაყაიშვილის სახლ–მუზეუმში. მესამე ჯგუფი ექვთიმეს წინაპრებისა და გურიაში გატარებული წლების უკეთ გაცნობის მიზნით ესტუმრება ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის მუზეუმ–ნაკრძალს. ასევე ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებულ მუზეუმს. მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართება პრეზენტაცია.

  • მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.

  • ვადები / ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

  • პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოიყენებენ შემდეგ აქტივობებს: ჯგუფური მუშაობა, ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის მოძიება ისტ–ის საშუალებით, ინფორმაციის კატეგორიზება(დახარისხება), არსებულ და ახლადმიღებულ ინფორმაციებს შორის კავშირის დამყარება. ბიოგრაფიულ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობა. ვიდეო და ფოტო გადაღებები.

  • მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები/, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან წმინდანად შერაცხული დიდი ქართველი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ბუკლეტს, სლაიდშოუს ექვთიმეს ბავშვობისა და სწავლის წლებთან დაკავშირებით, მიიღებენ ახალ ცოდნას, განავითარებენ კვლევის, ანალიზის, ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტაციის უნარს. შესაძლოა, მათ განაგრძონ კვლევა ექვთიმეს საინტერესო ცხოვრების სხვა ეპიზოდების შესწავლის მიზნით.

  • სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული მოსწავლეები სხვა სკოლებიდან ან კლასებიდან გაეცნობიან ღირსეული ქართველის, სამშობლოს უანგარო მსახურის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ადრეულ პერიოდს, რომელიც მან გაატარა თავის მშობლიურ კუთხეში, გურიაში. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და შესაძლოა, მათ განაგრძონ კვლევა.

  • სამუშაო ენა: ქართული.

  • მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა

  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მიმართულება კითხვა: ქართული IX. 6. მოსწავლე კითხულობს ტექსტებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ. მოსწავლე კითხულობს პრესას, ელექტრონულ ტექსტებს, უკავშირებს წაკითხულ, ან ტექსტში ნაგულისხმევ ინფორმაციებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას+04; და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, პერსონაჟებს, ფილმებს.
    ისტ–ის გამოყენება: ინტერნეტში მასალის მოძიება,ბლოგზე სურათების ატვირთვა, მათთვის საინტერესო მასალის გამოქვეყნება.

  • პროექტის ფასილიტატორი: ეკა ღლონტი.

  • ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ekaglonti70@gmail.com

No comments:

Post a Comment